გამოკითხვა: პოლონელების უმრავლესობას პრემიერმინისტრად დონალდ ტუსკი სურს

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ახალ პრემიერმინისტრად დონალდ ტუსკი უნდა დანიშნოს.

მოსახლეობის გამოკითხვა RMF FM-მა და Dziennik Gazeta Prawna-მ ჩაატარეს.

შესაბამის გადაწყვეტილებას მხარს გამოკითხულთა 40,4% უჭერს.

მატეუშ მორავიეცკის კანდიდატურას მხარი 30,2%-მა დაუჭირა.

კვლევაში მონაწილეთა, დაახლოებით, 18% ელოდება, რომ მთავრობის მეთაური სხვა კანდიდატი უნდა იყოს.

საპარლამენტო არჩევნებიდან ორი კვირის შემდეგ უცნობია, ვის დაავალებს პოლონეთის პრეზიდენტი მთავრობის ფორმირებას.

გასულ კვირას დუდამ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრის პოსტზე ორი მთავარი კანდიდატია – მატეუშ მორავიეცკი და დონალდ ტუსკი.

დონალდ ტუსკს პოლონეთის პრემიერის თანამდებობას 2007 წლის 16 ნოემბრიდან – 2014 წლის 22 სექტემბრამდე იკავებდა.

2014 წლის 30 აგვისტოს პოლიტიკოსი ევროპული საბჭოს პრეზიდენტად აირჩიეს, უფლებამოსილების შესრულებას კი ამავე წლის 1-ელ დეკემბერს შეუდგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები