მარიამ ლაშხი თემატური მოკვლევის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში პროფესიული განათლების მიმართულებით მიმდინარე თემატური მოკვლევის ფარგლებში მეორე ზეპირი მოსმენა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროფესიულ განათლებაში შრომის ბაზართან თავსებადი პრიორიტეტების იდენტიფიცირებისა და დაფინანსების მოდელის ანალიზის მიზნით დაწყებული თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა მარიამ ლაშხმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ექსპერტებისგან მოსაზრებები მოისმინა.

შეხვედრაზე თემატურ მოკვლევასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები განიხილეს, დაფინანსების ახალი მოდელის გამოწვევებსა და პროფესიულ განათლებაში თანაბარი ხელმისაწვდომების საკითხებზე იმსჯელეს. მიმოიხილეს საერთაშორისო პრაქტიკა.

ყურადღება გამახვილდა პროფესიული განათლების მიმართულებით რეგიონებში არსებულ საჭიროებებზე.

„ვისაუბრეთ პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების პროცესში დარგობრივი უნარების ორგანიზაციების როლზე. ასევე, დარგობრივი უნარების ორგანიზაციებისა და კოლეჯების თანამშრომლობის გაუმჯობესების საკითხზე. პროფესიული განათლება არის ის, რითაც ყველაზე უფრო სწრაფად ვახერხებთ უმუშევრობის დაძლევას და ყველაზე უფრო სწრაფად ვპასუხობთ ბაზრის გამოწვევებს“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები