ჯანმო: ღაზას სექტორში სამედიცინო კატასტროფა გარდაუვალია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, ღაზას სექტორში “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კატასტროფა გარდაუვალია”.
მისი თქმით, რეგიონი უკვე ცდილობს, გაუმკლავდეს გადატვირთულობას, მასობრივ გადაადგილებას, წყლისა და სანიტარიული ინფრასტრუქტურის დაზიანებას.
ამავე ღონისძიებაზე გაეროს ბავშვთა სააგენტოს წარმომადგენელმა თქვა, რომ, სექტორში წყლის მხოლოდ 5%-ის არსებობის ფონზე, მაღალია უწყლობით ბავშვების სიკვდილიანობა.
სექტორში მყოფი ადამიანები საწვავს, საკვებს და სუფთა წყალს უკიდურესად საჭიროებენ. გასულ უქმეებზე ადამიანები გაეროს საწყობებში შეიჭრნენ.
დღეს გახდა ცნობილი, რომ ისრაელი დათანხმდა, ღაზას სექტორში დღეში 100 ჰუმანიტარული სატვირთო შევიდეს.