იაპონიაში მამაკაცმა ფოსტის შენობაში მძევლები აიყვანა

იაპონიის ქალაქ ტოდაში, ერთ-ერთ საავადმყოფოში შეიარაღებული პირი შეიჭრა და ორი ადამიანი დაჭრა, შემდეგ კი ფოსტის შენობაში მძევლები აიყვანა.

ამის შესახებ BBC-ი იტყობინება.

მათივე ცნობით, სროლის შედეგად, 60 წლამდე ასაკის მოქალაქე და 40 წლამდე ასაკის ექიმი დაიჭრა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება ეჭვმიტანილს, ის ტოდას მახლობლად მდებარე ქალაქ ვარაბიში, ფოსტის შენობას აფარებს თავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები