უკრაინაში ერთი ნაცგვარდიელის სიკვდილისთვის მღვდელი ათი მეამბოხის მოკვეთას ითხოვს

   „მარჯვენა სექტორის“ ერთ-ერთი მებრძოლის დაკრძალვაზე ბერძნული კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირმა ნიკოლაი ზალიზნიაკმა ქადაგება წაიკითხა. საკუთარ სიტყვაში მან ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენლისთვის შეუფერებელი აგრესიული ფრაზა გააჟღერა.
„მტერმა არ გაიხაროს. ყოველი ჩვენიანისთვის მტერი ათეულობით მოიკვეთება“, – ამბობდა მღვდელი.
ამასთან, სასულიერო პირს სახეზე ცხადად სიძულვილის გამომეტყველება ჰქონდა.
ერთ-ერთი სასულიერო პირის თქმით, რომელმაც სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა, მღვდელი ნიკოლაი ზალიზნიაკი ეროვნულ  ნიადაგზე შუღლს აგდებს და ქრისტიანობისთვის შეუფერებელი აგრესიის დემონსტრირებას ახდენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები