თენგიზ არჩვაძეს დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ
თენგიზ არჩვაძეს დღეს, 31 ოქტომბერს, 14 საათზე, დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიიდან გამოასვენებენ და იქვე, პანთეონში დაკრძალავენ.
მსახიობი 91 ასაკში გარდაიცვალა.
თენგიზ არჩვაძე 1954 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო. მას სულ 46 კინოროლი აქვს შესრულებული.
იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი. მიღებული ჰქონდა: ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, პრემია „საგურამო“, ღირსების ორდენი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.