კონსერვატორიის მცირე დარბაზში ვაჟა ჩაჩავას ხსოვნის საღამო გაიმართა
კონსერვატორიის მცირე დარბაზში მუსიკოსისა და პედაგოგის, ვაჟა ჩაჩავას ხსოვნის საღამო გაიმართა. მას 90 წელი შეუსრულდებოდა.
ნაჩვენები იქნა ფოტო მასალა საოჯახო და სხვა არქივებიდან, ასევე უნიკალური ჩანაწერები სახელმწიფო რადიო და პირადი არქივებიდან.
საკონცერტო ნაწილში მონაწილეობდნენ: ვაჟა ჩაჩავას სკოლის წარმომადგენლები – დარეჯან მახაშვილი და ნინო შუბლაძე; ასევე კონსერვატორიის სტუდენტი თემო ბიძინაშვილი, კურსდამთავრებული – გიორგი ცინცაძე, კონცერტმაისტერი ეკატერინე გოგოლიძე.
ვაჟა ჩაჩავას ხსოვნას საკუთარი ნაწარმოები მიუძღვნა გიორგი შავერზაშვილმა.
საღამოს უძღვებოდნენ: თენგიზ ჩაჩავა და ელდარ გეწაძე.