ხვიჩა კვარაცხელიამ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მე-17 ადგილი დაიკავა
ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ფინალში მოხვდა და საბოლოო სიაში მე-17 ადგილი დაიკავა.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოკითხვის ორგანიზატორი გამოცემა France Football-ი ავრცელებს.
ქართველმა ტალანტმა სიაში ისეთ ფეხბურთელებს გადაუსწრო, როგორებიც არიან: ჯუდ ბელინგემი, ლაუტარო მარტინესი, ჰარი კეინი, ქარიმ ბენზემა და სხვები.
2023 წლის „ოქროს ბურთის“ რიგით 67-ე დაჯილდოების ცერემონიალი პარიზში იმართება, რომელსაც ქართველი ფეხბურთელი თავის მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან ერთად ესწრება.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს 2022-2023 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. გარდა ამისა, უეფამ ის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა.