ხერსონის ოლქში 93 თავშესაფარს მოამზადებენ
ხერსონის ოლქში 93 თავშესაფარს მოამზადებენ. სამოქალაქო დაცვის ობიექტების მომზადების შესახებ ინფორმაცია ხერსონის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციამ გაავრცელა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოლქის ტერიტორიაზე არსებული 138 თავშესაფარი შეამოწმეს, მათ შორის 45 მოსახლეობის იქ ცხოვრებისთვის სამხედრო კონფლიქტის პერიოდში აბსოლუტურად გამოუსადეგარია. დანარჩენი 93 ობიექტს სრულ მზადყოფნაში მოიყვანენ, თავშესაფრებში მედიკამენტების, წყლის და საკვების მომარაგებას უზრუნველყოფენ. გავრცელებული ინფორმაციით, ობიექტებში დაახლოებით 495 000 ადამიანი დაეტევა. „როდესაც მოსახლეობა სიგნალს გაიგებს, დაუყოვნებლივ რადიომიმღები ან ტელევიზორი უნდა ჩართოს და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს შეტყობინებას მოუსმინოს. როდესაც შეტყობინებას მოუსმენენ, ყოველმა მოქალაქემ მიღებული ბრძანებულების თანახმად პანიკის გარეშე უნდა იმოქმედოს“, – განაცხადა საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა სამოქალაქო დაცვის საკითხებში ვასილი ზაგვოისკიმ.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ თავშესაფრის განლაგების აღმნიშვნელი ნიშანი ტროტუარებზე მთელ ქალაქში იქნება დატანილი.