ამბროლაურში ,,მწიგნობარი 2023″ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

29 ოქტომბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსის ,,მწიგნობარი 2023″ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, მერის მოადგილე თამარ ქევანაშვილი და სხვადასხვა სფეროდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

გამარჯვებულები თერთმეტ ნომინაციაში გამოვლინდნენ, რომელთაც სიგელები და სხვადასხვა სახის საჩუქრები გადაეცათ.

ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსი „მწიგნობარი“ დაარსდა 2004 წელს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლებას და სხვადასხვა სახის პროექტებში მათი ჩართულობის ხელშეწყობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები