კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის კამერული მუსიკის XVII ფესტივალი  გაიხსნება

29 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ  დარბაზში თბილისის კამერული მუსიკის XVII ფესტივალი  გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მონაწილეობენ:: ნატალია ქუთათელაძე, მეცო-სოპრანო; დავით ალადაშვილი, ფორტეპიანო; ვერიკო ჭუმბურიძე, ვიოლინო (საქართველო/თურქეთი/გერმანია); მამიკონ ნახაპეტოვი, ფორტეპიანო (საქართველო/გერმანია); თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა”.
დირიჟორი – კახი სოლომნიშვილი.
შესრულდება:  ს.რახმანინოვის, ფ. პულენკის ი. კეჭაყმაძის და ფ. მენდელსონ-ბარტოლდის ნაწარმოებები

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები