კონცენტრაციის ადგილი, შენობები, გვირაბები, სამალავები – ისრაელმა “ჰამასის” 600-ზე მეტი ობიექტი დაბომბა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ბოლო რამდენიმე დღეში “ჰამასის” 600-ზე მეტი სამიზნე დაბომბეს.

ამის შესახებ არმიის ტელეგრამის არხზეა ნათქვამი.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, IDF-მა 600-ზე მეტ ტერორისტულ სამიზნეს დაარტყა, მათ შორის -,იარაღის საწყობებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გაშვების ათობით ადგილს, ასევე, სამალავებსა და ოპერატიულ ბაზებს, რომლებსაც “ჰამასი” იყენებდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

არმიის ცნობით, IDF-მა საჰაერო თავდასხმა განახორციელა “ჰამასის” წევრების კონცენტრაციის ერთ-ერთ შენობაზე, სადაც 20-ზე მეტი მებრძოლი იმყოფებოდა.

გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში ათობით ტერორისტის განადგურების შესახებ გამოაცხადეს, რომლებიც შენობებსა და გვირაბებში იყვნენ გამაგრებული და ისრაელის ძალებზე თავდასხმას ცდილობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები