დღეს ქართველი მწერლისა და პოეტის, ალექსანდრე ქუთათელის, დაბადებიდან 125 წელი გავიდა
დღეს ქართველი მწერლისა და პოეტის, ალექსანდრე ქუთათელის, დაბადებიდან 125 წელი გავიდა
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ცნობილმა ქართველმა მწერალმა ალექსანდრე ქუთათელმა ლიტერატურული მოღვაწეობა ადრე დაიწყო. მისი პირველი ნაწარმოებები 1921 წელს გამოქვეყნდა ქართულ პრესაში. მას შემდეგ ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა მწერლის თხზულებები. ცალკე წიგნად არის გამოცემული მისი რომანები, ნოველები და ლექსები.
ალექსანდრე ქუთათელი ავტორია ნაწარმოებებისა: „ხირსეს გველი“ (პიესა), „შუაღამე გადავიდა“ (პიესა), „გლოვა“, „პარტიზანები“, „გაიანე“.
ალექსანდრე ქუთათელი ავტორია ნაწარმოებებისა: „ხირსეს გველი“ (პიესა), „შუაღამე გადავიდა“ (პიესა), „გლოვა“, „პარტიზანები“, „გაიანე“.
1958 წელს გამოქვეყნდა პოემა „ბედი მდევარი“, რომელშიც ასახულია გრიგოლ ორბელიანის ცხოვრება. მნიშვნელოვანია ალექსანდრე ქუთათელის ღვაწლი მთარგმნელობით საქმიანობაშიც. მან ქართველ მკითხველს გააცნო ესქილეს „მიჯაჭვული პრომეთე“, გოეთეს „ფაუსტი“, სხვადასხვა ხალხის პოეტური და პროზაული ნაწარმოებები.
მწერლის რომანი „პირისპირ“ და ზოგიერთი მოთხრობა და ლექსი თარგმნილია რუსულ, ბელორუსულ, ჩეხურ, პოლონურ, ფრანგულ ენებზე.
კომედია „ნაშუაღამევს“ 1928 წელს დადგა კოტე მარჯანიშვილმა.
სიცოცხლის ბოლო წლებში შექმნილ რომანში „სათვალთვალო“ გაცოცხლებულია იმ ადამიანთა სახეები, რომელთა გვერდითაც უხდებოდა ავტორს ცხოვრება და საქმიანობა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს ალექსანდრე ქუთათელის ხსოვნასა და შემოქმედებას.