ებოლას ვირუსზე საქართველოში უცხოეთიდან ჩამოსულ 57 პირს აკვირდებიან

ებოლას ვირუსზე საქართველოში უცხოეთიდან ჩამოსულ 57 პირს აკვირდებიან. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, დაკვირვების ქვეშ სულ 64 პირი იმყოფებოდა, მათგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე იყო.
21-დღიანი საინკუბაციო პერიოდის გასვლის შემდეგ, ეს პირები, კერძოდ 7 ადამიანი თავს კარგად გრძნობს. ამჟამად დაკვირვების ქვეშ 57 ადამიანი რჩება. მათი უმეტესობა ნიგერიიდან ჩამოსული სტუდენტები არიან.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვითარებას მკაცრად აკონტროლებს. უწყებაში აცხადებენ, რომ ისინი პერიოდულად ტელეფონით ურეკავენ საქართველოში იმ ქვეყნებიდან შემოსულ პირებს, სადაც ებოლის ვირუსია გავრცელებული და ეკითხებიან, როგორ გრძნობენ თავს.
ებოლის ვირუსი რამდენიმე თვის წინ, ძირითადად, აფრიკის ქვეყნებში გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ლიბერიაში, გვინეასა და სიერა ლეონეში ებოლის ვირუსს 2 288 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები