ისრაელში ქართველი ებრაელი 9 წლის ბავშვი დაიღუპა
ისრაელში ქართველი ებრაელი, 9 წლის ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას “Time of Israel” ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბავშვი აშდოდის დაბომბვის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი მას შემდეგ დაიღუპა, რაც “ჰამასის” თავდასხმის დროს საჰაერო განგაში ჩაირთო.
შეგახსენებთ, რომ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო, რაზეც პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო.