პრემიერი: ვინც გაბედავს რაიმე სახის დესტრუქციულ მოქმედებას, ძალიან ცუდად დაამთავრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ალექსანდრე ჭიკაიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, შინაგან საქმეთა მინისტრი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს.
“მიხეილ სააკაშვილი, ზოგადად, არის ცნობილი, როგორც დესტრუქტორი და მთავარი არეულობის შემომტანი. მე მინდა, ყველა იმ ადამიანს ვუთხრა, რომ არეულობის შემოტანის ნებისმიერი მათი მცდელობა მათთვის ძალიან ცუდად დასრულდება. სახელმწიფო დგას თავის სიმაღლეზე და იქნება დაუნდობელი ყველა ასეთის მიმართ, ვინც გაბედავს რაიმე სახის დესტრუქციულ მოქმედებას. ჩვენს ქვეყანას აქვს სტაბილური ხანა, სტაბილური პერიოდი. ჩვენ არ გვაქვს ასეთ დესტრუქტორებზე დასახარჯი დრო. ამას მიხედავს შინაგან საქმეთა სამინიტრო. აქვე მინდა ვთქვა ისიც, რომ ჩემი ინფორმაციით, გამოძიება უკვე დაწყებულია”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებას.
როგორც მინისტრი გაზეთ “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, მისთვის ცნობილია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა მისცა კონკრეტული დავალებები “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები