აკაპულკოში დამანგრეველ ქარიშხალს, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკას თავს დაატყდა ქარიშხალი „ოტისი“, რომელსაც ყველაზე მაღალი, მეხუთე კატეგორიის სიმძლავრე მიანიჭეს. „ოტისმა“ საკურორტო ქალაქ აკაპულკოში წყალდიდობა გამოიწვია. შტორის გამო, ქალაქი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა და ქაოსში ჩაიძირა. მოქალაქეებმა მაროდიორობა დაიწყეს.

მეწყერის შედეგად, გზა, რომელიც აკაპულკოს სხვა დასახლებულ პუნქტებთან აკავშირებდა, დაბლოკილია. სტიქიურმა უბედურებამ, სულ მცირე, 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დანგრეულია სასტუმროების 80%.

მსგავსი მასშტაბის სტიქია ადგილობრივებს არ ახსოვთ. აკაპულკოში, დაახლოებით, ერთი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მათგან ნახევარი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება. მექსიკის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა,

მომხდარმა ექსპერტებიც კი შეძრა, რადგან ტროპიკული შტორმის მეხუთე კატეგორიის ქარიშხლად გადაქცევას სულ რამდენიმე საათი დასჭირდა. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები