პოლონეთმა „გაზპრომის“ გამო უკრაინას გაზის მიწოდება შეუწყვიტა

დღეს რუსეთის ფედერაციამ პოლონეთში გაზის მიწოდება შეზღუდა. მონოპოლისტ კომპანია „გაზპრომ“-ის შეზღუდვების შედეგად პოლონეთმა უკრაინაში გაზის რევერსული მიწოდება შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს უკრაინის გაზ-სატრანსპორტო სისტემის ოპერატორის „უკრტრანსგაზ“-ის ხელმძღვანელმა იგორ პროკოპივმა მიაწოდა.
„დღეს რუსეთის ფედერაციამ პოლონეთის რესპუბლიკას გაზის მიწოდების შეზღუდვა დაიწყო იმისთვის, რომ პოლონეთიდან რევერსი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, გაწყდეს. 14:00 საათზე პოლონეოლებმა შეწყვიტეს 24 საათში თითქმის 4 მილიონ კუბური მეტრის რევერსი უკრაინაში“, – განაცხადა პროკოპივმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები