„ჰამასი“ აცხადებს, რომ ღაზაში ისრაელის სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, ისრაელი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

პალესტინური დაჯგუფება „ჰამასი“ განცხადებას ავრცელებს და იუწყება, რომ ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, ბეით-ჰანუნთან და ბურეჯთან „ძალისმიერი შეტაკებები“ მიმდინარეობს.

მათივე მტკიცებით, ღაზის სექტორში ისრაელის სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.

აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალური პირები აღნიშნულ ინფორმაციას ABC News-თან საუბარში უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათი დღევანდელი ქმედებები არ არის ღაზაში ოფიციალური სახმელეთო შეჭრა. მათივე შეფასებით, ეს სახმელეთო ოპერაციის გაფართოებაა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო. თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები