მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა სახმელეთო ოპერაციების გაფართოების შესახებ განაცხადეს, პალესტინური წყაროები იუწყებიან, რომ ისრაელის სახმელეთო ძალები, მათ შორის ტანკები, ღაზაში შევიდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია ჯარისკაცებსა და შეიარაღებულ პირებს შორის ძლიერი სროლის შესახებ.
ისრაელის თავდაცვის ძალებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.