,,ევროპალია-საქართველო” – თეა წულუკიანი ქართული ანსამბლების გაერთიანებულ კონცერტს დაესწრო
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილსა და ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ვახტანგ მახარობლიშვილთან ერთად კულტურის საერთაშორისო ფესტივალზე „ევროპალია-საქართველო“ დაესწრო: ანსამბლ „ბასიანის“, გორის ქალთა კამერული გუნდისა და საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის გაერთიანებულ კონცერტს, რომელიც ბრიუსელში, წმინდა იოანეს სახელობის ტაძარში გაიმართა.
ანსამბლმა „ბასიანმა“, გორის ქალთა კამერულმა გუნდმა და საქართველოს სახელმწიფო კამერულმა გუნდმა წარმოადგინეს ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ნიმუშები – ხალხური სიმღერები და საგალობლები, ასევე – თანამედროვე საგუნდო მუსიკალური ნაწარმოებები. კონცერტმა დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება და მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა. ანსამბლების გაერთიანებული კონცერტი 25 ოქტომბერს ბრიუგეში (Concertgebow) გაიმართა, 28 ოქტომბერს კი ჰააგაში (Amare) გაიმართება.