ეროვნული კინოცენტრი მწუხარებას გამოთქვამს კინორეჟისორ გიორგი გოგიბერიძის გარდაცვალების გამო
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებლის, კინორეჟისორ გიორგი გოგიბერიძის, გარდაცვალების გამო.
,,გიორგი ქართული საფესტივალო კულტურის განვითარებისთვის იღვწოდა და თანამედროვე ქართული კინოს სამაგალითო ქომაგი იყო, სამწუხაროა, რომ წელს უკანასკნელად მოვახერხეთ მასთან თანამშრომლობა.
საქართველოს ეროვნული კინოცენტრი უსამძიმრებს გიორგის ოჯახსა და ახლობლებს ამ დიდ დანაკარგს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.