ევროკავშირთან ასოცირების რატიფიცირების პროექტი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაშია გადაგზავნილი
უკრაინის საგარეო უწყებამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ევროკავშირთან ასოცირების რატიფიცირების შეთანხმების დოკუმენტები გადასცა. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სხვა უწყებებმა ასოცირების შეთანხმების ტექსტის მომზადების ტექნიკური სამუშაო დაასრულა, – წერს უკრაინული მედია.
საბოლოოდ, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ შეთანხმება რადას უნდა გადაუგზავნოს. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, შეთანხმების რატიფიცირება სექტემბერშია დაგეგმილი. სავარაუდოდ, ეს 26-28 სექტემბრამდე მოხდება. სწორედ ამ დროისთვისაა დაგეგმილი ევროპარლამენტის სესიის ჩატარებაც. გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტის რატიფიცირება უკრაინის და ევროკავშირის მიერ ერთ დღეს მოხდება. ამ შემთხვევაში, შეთანხმება ამ წლის 1 ნოემბრიდან შევა ძალაში.