„ევროპალია-საქართველო“ – ბრიუგეში ანსამბლ „ბასიანის“, გორის ქალთა კამერული გუნდისა და საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტი გაიმართა
კულტურის საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში, ბრიუგეში, ანსამბლ „ბასიანის“, გორის ქალთა კამერული გუნდისა და საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტი გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ანსამბლმა „ბასიანმა“, გორის ქალთა კამერულმა გუნდმა და საქართველოს სახელმწიფო კამერულმა გუნდმა მსმენელის წინაშე წარადგინეს ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ნიმუშები – ხალხური სიმღერები და საგალობლები, ასევე – თანამედროვე საგუნდო მუსიკალური ნაწარმოებები.
კონცერტმა დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება და მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა.
ანსამბლების გაერთიანებული კონცერტი 26 ოქტომბერს გაიმართება ბრიუსელში, 28 ოქტომბერს კი – დენ ჰააგში.
ფოტო: Gori women’s choir – გორის ქალთა კამერული გუნდის ფეისბუქგვერდიდან.