კახაბერ ტატიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

28 ოქტომბერს, 18:00 საათზე, გალერეა „ვერნისაჟში“ კახაბერ ტატიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
კახაბერ ტატიშვილი: „თემატურად და შესრულების მხრივაც ვცდილობდი და ვცდილობ, მრავალფეროვანი იყოს ჩემი შემოქმედება. იგი ძირითადად ასახავს ჩემს ხედვას და დამოკიდებულებას ამა თუ იმ საგნის, მოვლენის, პიროვნების ან სიტუაციის მიმართ. ყოველთვის მინდოდა, ეს ნამუშევრები ავტორისეული, გამორჩეული ხედვის შედეგი ყოფილიყო. ამიტომაც ჩემი შემოქმედების პერიოდები განსხვავებულია ერთმანეთისაგან“.
ცნობისათვის: კახაბერ ტატიშვილი დაიბადა 1964 წელს.
1984  წელს დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სკოლა.
1986-1992  წლებში სწავლობდა სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.
2021 წელს  მიიღო ადოლფ და ესტერ გოთლიბების ფონდის (The Adolph and Esther Gottlieb Foundation) ინდივიდუალური გრანტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები