მწერალთა სახლში დაიწყო მსოფლიო ლიტერატურის კურსი უფროსკლასელებისთვის

მწერალთა სახლში დაიწყო მსოფლიო ლიტერატურის კურსი უფროსკლასელებისთვის.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, კურსი ითვალისწინებს მსოფლიოს დიდი ავტორების – ჰომეროსის, დიდი რომაელი პოეტების (ძვ.წთ 1 და ახ. წთ 1 სს), დანტე ალიგიერის, ვოლტერის, სტენდალის, იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს, უილიამ შექსპირის, ჰერმან ჰესეს, მარსელ პრუსტისა და თომას მანის შემოქმედების შესახებ ლექციათა ციკლს.
თითოეულ შეხვედრაზე მოსწავლეებს მიეცემათ კვირის საკითხავი მასალა, რომელსაც შემდეგ შეხვედრაზე დაამუშავებენ პედაგოგთან ერთად. შეხვედრები წარიმართება ლექციისა და ინტერაქტიური დისკუსიის ფორმატში. მოსწავლეები აითვისებენ მხატვრული ტექსტის ანალიზის ძირითად ასპექტებს, გაიღრმავებენ კრიტიკული, ანალიტიკური აზროვნების უნარს, მიეჩვევიან საკუთარი აზრის გამოთქმასა და მის დასაბუთებას, არგუმენტირებულ მსჯელობას.
პედაგოგები: ლევან გიგინეიშვილი, მანანა ღარიბაშვილი, ნინო ფირცხალავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები