27 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ილიაუნის თეატრში, ილიაუნის კორეული კულტურის სტუდენტური კლუბის ორგანიზებით, კორეული ანბანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება:
![▪️]()
კორეული ხალხური სპექტაკლი;
![▪️]()
კორეული პოეზია;
![▪️]()
სიმღერა „If You“ – ნინო თოფურია;
![▪️]()
ტრადიციული ცეკვა – ქრისტინე ხუციშვილი;
![▪️]()
ცეკვა – ქანგან(გ)სულე (강강술래) – ჯგუფი The Base;
![▪️]()
კორეული ტრადიციული სიმღერა „არირანგი“ – ილიაუნის ხალხური სიმღერის გუნდი;
![▪️]()
კორეული კალიგრაფია – ფოიეში წარმოდგენილი იქნება კორეული კალიგრაფიის ნიმუშები, დამსწრეთ შეუძლიათ კორეული დამწერლობის პროცესის ხილვა და კორეულად დაწერილი თავიანთი სახელების საჩუქრად მიღება.
კომენტარები
კომენტარი