ახალგაზრდა დედა შვილების თვალწინ მოკლეს, ბავშვები ტყვედ აიყვანეს

33 წლის ადი ვიტალ-კაპლოუნი 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ტერორისტებმა შვილების თვალწინ მოკლეს.

The Globe and Mail იუწყება, რომ ვიტალ-კაპლოუნი ისრაელის და კანადის ორმაგი მოქალაქე იყო და ის თავის სახლში იმალებოდა, როდესაც „ჰამასის“ ტერორისტები კიბუცში შევიდნენ, მის სახლში შეიჭრნენ და ორი მცირეწლოვნის – 4 წლის ნეჰევის და 4,5 თვის ეშელის – თვალწინ მოკლეს.

სიკვდილამდე ვიტალ-კაპლოუნმა მეუღლეს და მამას მისწერა, გააფრთხილა, რომ სახლში არ მოსულიყვნენ. ტერორისტებმა ბავშვები მეზობელთან წაიყვანეს. მებრძოლებმა დამალული მეზობელი, ავიტალ ალაჯემი იპოვეს, ბავშვები მიუყვანეს და მათთან ერთად წავიდნენ სხვა ადამიანების მოსაკლავად კიბუცში.

მეზობელი, ავიტალ ალაჯემი

„ყველაფერი დანგრეული იყო და სისხლში ცურავდა, ჩვენ სახლიდან სახლში დავყავდით, ირგვლივ ყველას და ყველაფერს ესროდნენ, წვავდნენ სახლებს და მანქანებს“, – ჰყვება ალაჯემი.

მას შემდეგ, რაც ტერორისტებმა ალაჯემი და ბავშვები ღაზაში გადაიყვანეს, ისინი მარტო დატოვეს. ფიქრის შემდეგ ალაჯემი ბავშვებთან ერთად მოტრიალდა და უკან, კიბუცში წავიდა. მან გვერდი აუარა რამდენიმე მებრძოლს.

„ჩვენ სიარულს ვაგრძელებდით. მჯეროდა, რომ სახლში დავბრუნდებოდით“, – თქვა ალაჯემმა და დაამატა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რამდენი დრო იყო გასული.

როდესაც ისინი კიბუცამდე მივიდნენ, ალაჯემმა დაინახა, თუ როგორ გადაადგილდებოდნენ სხვები საკუთარი ავტომობილებით. მაშინ დაჰპირდა კიდეც   ბიჭუნას, რომ ის მალე ნახავდა თავის მამას.

ასეც მოხდა, სამივე მათგანი წაიყვანეს ახლომდებარე დასახლებაში, სადაც ბავშვები, როგორც იქნა, ცოცხლად დარჩენილ ერთადერთ მშობელს შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები