მოკლული სილვერმანები და ტყვედ აყვანილი მათი 9 თვის შვილიშვილი
მარგით შნაიდერ სილვერმანი და მისი მეუღლე – იოსი სილვერმანი 23 ოქტომბერს დაკრძალეს ნირ-ოზის კიბუცში.
წყვილი 7 ოქტომბერს მოკლეს, როდესაც „ჰამასის“ მებრძოლები ნირ-ოზის კიბუცში შეიჭრნენ და სასაკლაო მოაწყვეს. მაშინ ტერორისტებმა 400 ადგილობრივი მცხოვრებიდან 180 მოკლეს.
სილვერმანების ქალიშვილი – შირ ბიბასი, მისი მეუღლე – იარდენ ბიბასი და მათი შვილები – 9 თვის კრიფი და 4 წლის არიელი – ტყვედ აიყვანეს და ღაზაში წაიყვანეს.
თავდაპირველად, მარგითი და იოსი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდნენ, მაგრამ მოგვიანებით მათი ცხედრები ამოიცნეს.
სილვერმანების ნათესავის ცნობით, წყვილი 60 წელს გადაცილებული იყო, ხოლო მარგითი პარკინსონით იყო დაავადებული.