ვახტანგ გომელაურმა ამბროლაურში პოლიციის ახლად შექმნილი დეპარტამენტისთვის განკუთვნილი შენობა გახსნა (ფოტოკოლაჟი)

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მოადგილეებთან ერთად ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის ახლად შექმნილი დეპარტამენტისთვის განკუთვნილი შენობა გახსნა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ღონისძიების შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა. ვახტანგ გომელაურმა ახალი დეპარტამენტის შექმნის მიზეზებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“სამხარეო დეპარტამენტის ახალი შენობა გავხსენით, ახალი დეპარტამენტი შეიქმნა, რომელიც 2007 წლიდან გაუქმდა, რატომ ამაზე მე პასუხი არ მაქვს, თუმცა ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ მაინც გაგვეკეთებინა. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, ყველა მხარეში არის, მხოლოდ აქ არ იყო. რატომღაც, რაჭველები დაჩაგრულები იყვნენ, ამიტომ გავაკეთეთ. საჭირო იყო, დიდი რეგიონია, იმერეთი იყო გაერთიანებული რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთთან, ჯობდა რომ ცალკე ყოფილიყო, ახლა გამოეყოფა და ეყოლება ცალკე ხელმძღვანელობა, იქიდან გამომდინარე რომ ტურისტული პოტენციალი გაზრდილია რაჭაში, უფრო მეტი ხალხი ჩამოდის, ჯობდა, რომ ცალკე დეპარტამენტი ყოფილიყო, იმედია, გაუხარდებათ ჩვენ რაჭველებს”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები