შალვა პაპუაშვილი: ზურაბიშვილს ერთადერთი ლეგიტიმაცია „ნაცმოძრაობისგან“ აქვს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განაცხადებით, სალომე ზურაბიშვილს ერთადერთი ლეგიტიმაცია „ნაციონალური მოძრაობისგან“ აქვს.

„მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველობით იმპიჩმენტი ჩავარდა, ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია აღარ აქვს ქართველი ხალხის უმრავლესობისა და საკუთარი ამომრჩევლისგან. სალომე ზურაბიშვილს ერთადერთი ლეგიტიმაცია „ნაციონალური მოძრაობისგან“ აქვს. ამ პარტიის დღის წესრიგი ვიცით, რაც არის, ეს არის რადიკალიზმი. ვხედავთ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის უკვე მზადებაა, რომ რადიკალური დღის წესრიგი იყოს. როგორც ჩანს, ამ რადიკალური დღის წესრიგის ნაწილია მათ შორის სალომე ზურაბიშვილიც“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები