440 გარდაცვლილი და 60 000 ევაკუირებული ადამიანი – წყალდიდობა ინდოეთსა და პაკისტანში
ოფიციალური მონაცმებით, ძლიერი წყალდიდობის შედეგად ინდოეთსა და პაკისტანში 440 ადამიანი დაიღუპა, 7 000 კი ევაკუაციისთვის ემზადება. სტიქიის ზონებში მოსახლეობის დასახმარებლად, მაშველებთან ერთად, ჯარისკაცებიც ჩავიდნენ. როგორც პაკისტანის მთავრობაში აცხადებენ, 2010 წლის შემდეგ რეგიონში ეს ყველაზე ძლიერი წყალდიდობაა. ბოლო მონაცემებით, წყალდიდობის გამო, მილიონნახევარი ადამიანი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა. ძლიერმა წვიმამ მთიან რეგიონებში მეწყერიც გამოიწვია, საიდანაც უკვე 60 000 ადამიანი გამოიყვანეს.