ირაკლი კობახიძე: კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით თანდათანობით მწიფდება დადებითი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს სასარგებლოდ დადებითი გადაწყვეტილება თანდათან მწიფდება.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით ხოლმე, რომ 50/50-ზე იყო შანსები, თუმცა, დღეს ვითარება არის რადიკალურად შეცვლილი და თანდათანობით მწიფდება დადებითი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი ბოლომდე სათანადოდ იქნება მიყვანილი. პრაქტიკულად უკვე მწიფდება ეს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კობახიძემ.