აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
27 ოქტომბერს, 13 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროგრამა მისალმებებით დაიწყება: სტუმრებს მიესალმებიან: უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. ზურაბ ხონელიძე; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფ. მარინე ტურავა; თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, ასოც. პროფ. ნანა მაჭავარიანი.
შემდეგ გაიხსნება აკად. ქეთევან ლომთათიძის სახელობის აუდიტორია და სიტყვით სტუმრები გამოვლენ.
აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობენ:
პროფ. თეიმურაზ გვანცელაძე – ენობრივი პოლიტიკა აფხაზეთში წარსულსა და ამჟამად;
პროფ. მერაბ ნაჭყებია – აკად. ქეთევან ლომთათიძის ქართველოლოგიური ეტიმოლოგიები;
პროფ. მანანა ბუკია – აკად. ქეთევან ლომთათიძის ქართველოლოგიური კვლევები;
ფილოლოგიის დოქტორი სოფიკო ჭაავა – ქეთევან ლომთათიძე და აფხაზური საზოგადოება;
ასისტენტ-პროფ. გვანცა გვანცელაძე – დიასპორათა ენები 30-იანი წლების აფხაზეთში;
დოქტორანტი მონიკა ხობელია და სტუდენტი მარიამ ბოგვერაძე – ქართველი მეცნიერები 30-იანი წლების აფხაზეთის ენობრივი ვითარების შესახებ.
მისამართი: პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას) ქ., N 26, სოხუმის უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი, მე-7 სართული, აუდიტორია N 719.
ფოტოზე: აფხაზური ენის უდიდესი მკვლევარი, აკად. ქეთევან ლომთათიძე (1911-2007 წწ.).