კულტურის სამინისტრო ღვაწლმოსილ თანამშრომელს დაბადების დღეს ულოცავს

კულტურის სამინისტრო ლიკა კოპალეიშვილს, კულტურის სფეროსა და სამინისტროს ერთგულ, ღვაწლმოსილ თანამშრომელს, დაბადების დღეს ულოცავს.
„ლიდა (ლიკა) კოპალეიშვილი საქართველოს კულტურის სამინისტროში 1975 წლიდან მუშაობს. იგი ერთგულად, მუსიკალური სფეროსა და სამუსიკო ხელოვნების საფუძვლიანი ცოდნით ემსახურება ქართული კულტურის, კერძოდ, პროფესიული მუსიკალური ხელოვნების მიმართულების განვითარებას. სხვადასხვა დროს ლიკა კოპალეიშვილი იყო სამუსიკო დაწესებულებათა განყოფილების ინსპექტორი, ხელოვნების სამმართველოს მთავარი ინსპექტორი, მუსიკალური სამმართველოს უფროსი, ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. ამჟამად იგი შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტის კონსულტანტია.
აღსანიშნავია, რომ იგი სამინისტროში საქმიანობისას ყველა თაობის მუსიკოს-შემსრულებელთან და მუსიკალურ კოლექტივთან, ასევე, უცხოეთში მცხოვრებ და მოღვაწე ქართველ ხელოვანებთან აქტიურად თანამშრომლობს პროფესიული მუსიკალური ხელოვნების მიმართულების განვითარებისა და სფეროს ხელშეწყობისთვის.
კულტურის სამინისტრო განსაკუთრებულად აფასებს ქალბატონი ლიკა კოპალეიშვილის ღვაწლს, რომელიც ყველასთვის საქმისადმი სიყვარულის, თავდაუზოგავი შრომისმოყვარეობის, მეგობრული და კოლეგიალური დამოკიდებულების მაგალითია.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ქალბატონ ლიკას უსურვებს ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და კვლავაც წარმატებულ საქმიანობას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები