საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი „გლობალური კარიბჭის ფორუმის” გახსნას დაესწრო.
ფორუმი ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გახსნა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები.
ფორუმის ფარგლებში, გამართულ სამუშაო პანელზე − „სატრანსპორტო დერეფნები” − პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი მომხსენებელი იქნება.
ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტმა – ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიიწვია.