ნიკოლოზ სამხარაძე – ჯაფარიძე-ხოშტარიაზე: ისინი ბოლშევიკურ აზროვნებაში ჩარჩნენ

“მონა.ჯი,, არის უსუსური მცდელობა, რომ თავისი ცოდვები, რომლებიც ამ ადამიანებს აქვთ, მათ შორის რუსეთიდან გადმორიცხული თანხები, რაღაცნაირად გადაფარონ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ზურაბ ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას მიერ შექმნილ პლატფორმაზე საუბრისას განაცხადა.

სამხარაძის თქმით, ეს ადამიანები ბოლშევიკურ აზროვნებაში ჩარჩნენ.

„ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ ამ ბოლშევიკურ ორეულს სხვა მეთოდი არ აქვს, ისინი ჩარჩნენ ბოლშევიკურ აზროვნებაში და ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ, რომ ადამიანები შეაშინონ. ეს 20-30-იანი წლები აღარ არის, ეს ბოლშევიკური მეთოდები მათ არ გაუვათ“, – აღნიშნა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები