“ვარჰეი არის კომისარი გაფართოების საკითხებში და მისი განცხადება არ ემყარება მხოლოდ მის პირად შეხედულებას, ქვეყნებშია ასეთი განწყობა, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირთან უფრო მეტ დაახლოებას”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ჩვენ გვჭირდება ევროპის თანადგომა. ევროპასაც, რასაკვირველია, საქართველო სჭირდება, როგორც ძალიან მყარი, მნიშვნელოვანი პარტნიორი თავის გეოპოლიტიკური, თუნდაც გეოგრაფიული მდებარეობით”,- განაცხადა ვოლსკიმ.
ინფორმაციისთვის, სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, „ტვიტერზე“ დაწერა, რომ “საქართველო ეკუთვნის ევროკავშირის ოჯახს და ის მიიღებს ყველა მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე”.