კახა კალაძე: დღეს მელია გაბოროტებულია, ებრძვის ხაბეიშვილს, მერაბიშვილს – ყველაფერი უკვე სააშკარაოზეა

“დღეს მელია გაბოროტებულია, ებრძვის ხაბეიშვილს, მერაბიშვილს, აქვთ დაპირისპირება, რაც საჯაროა და ყველაფერი უკვე სააშკარაოზეა”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი საინტერესო არ არის, რადგან სხვა გამოწვევები არსებობს.

„საერთოდ არ მაინტერესებს, რა ურთიერთობები ექნებათ ხაბეიშვილსა და მელიას, რა მდგომარეობა იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“. დღეს სხვა გამოწვევებია, სხვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია, რომლებიც აწუხებს ხელისუფლებას, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამ ყველაფერზე, როგორ გამოვასწოროთ, როგორ ვუპასუხოთ იმ გამოწვევებზე, რაც არსებობს, მეტი კარგი პროექტი გავაკეთოთ და ა.შ. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მელია, ისიც ითქვა, ყველა ინფორმაცია გამოდის, რომ გაგდებას უპირებდნენ, შემდეგ მელია გამოვიდა, განცხადება გააკეთა, რომ ის გასვლას აპირებდა. არ მინდა, ამ დეტალებში შევიდეთ, ეს არ არის ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის საინტერესო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები