კახა კალაძე: ქართულ პოლიტიკაში მოიძებნებიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებსაც აქვთ მცდელობა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ესენი არიან „ნაცმოძრაობა“ ვაშაძესთან ერთად, „ლელო“ და გვარამია

“ქართულ პოლიტიკაში მოიძებნებიან ისეთი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც დადიან და აქვთ მცდელობა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობა“ ვაშაძესთან ერთად, „ლელო“ და გვარამია”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ხათუნა სამნიძის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომლებია ის კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქვეყნის ევროპულ მომავალს, ქვეყნის განვითარებას

„ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც დღეს არ დაწყებულა. იგივე ვითარება იყო, როდესაც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება, დღესაც სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში მოიძებნებიან ისეთი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც დადიან და აქვთ მცდელობა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ესენი არიან: „ნაციონალური მოძრაობა“ ვაშაძესთან ერთად, „ლელო“ და გვარამია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არის ის კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქვეყნის ევროპულ მომავალს, ქვეყნის განვითარებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციის რიგებში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს ხელს უშლიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები