ელისო ბოლქვაძე და ბაია კვიციანი ლატვიის პარლამენტის განათლების, კულტურის და მეცნიერების კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე, ლატვიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის პარლამენტის განათლების, კულტურის და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე აგიტა ზარინა-სტურესა და კომიტეტის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე ორი ქვეყნის პარლამენტის კომიტეტებს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებასა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ძირითადი აქცენტი ლატვიის სახელოვნებო განათლების სისტემაზე გაკეთდა, რომელიც საქართველოში მიმდინარე სახელოვნებო განათლების რეფორმისთვის წარმატებულ მოდელს წარმოადგენს.

ლატვიის პარლამენტში გამართული შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის კომიტეტის წევრი ბაია კვიციანი და ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ყურაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები