„გიგი უგულავას წერილი აშკარა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“

“გიგი უგულავს წერილი, თუკი ის ნამდვილად ავთენტურია და მას ეკუთვნის, დანაშაულის აშკარა მზადების ნიშნებს შეიცავს” – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ დღეს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, უგულავას წერილის შინაარსიდან კარგად ჩანს, თუ როგორ შეიძლება გეგმავდეს, თუნდაც პატიმრობაში მყოფი პირი გარკვეულ არეულობას გარეთ. „ გიგი უგულავას წერილის შინაარსი ძალიან ახლოა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ქმედებებთან. არ ვიცი, ეს ნამდვილად არის თუ არა ავთენტური, მაგრამ თუკი ეს, მართლაც, უგულავას ეკუთვნის, გეტყვით, რომ მასში ძალიან კარგად ჩანს არეულობებისთვის მზადება. წერილიდან კარგად ჩანს, თუ როგორ შეიძლება გეგმავდეს, თუნდაც პატიმრობაში მყოფი პირი გარკვეულ არეულობას გარეთ. თუ ეს ნამდვილად უგულავას ეკუთვნის, ეს უკვე მტკიცებულებაა, რომელსაც სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება სჭირდება. ამისთვის მხოლოდ პოლიტიკური შეფასება არ იქნება საკმარისი. როგორც პოლიტიკოსი, მე ძალიან ბევრ საერთოს ვხედავ ამ წერილში არსებულ შინაარსსა და იმ მოსაზრებებს შორის, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისგან თუნდაც პარლამენტის ტრიბუნიდან ისმის. ეს არის რევანშისტულად განწყობილი ძალა, რომელთაც უჭირთ იმ რეალობასთან შეგუება, რომ მათ დაკარგეს ქვეყნის მართვის სადავეები და უწევთ პასუხისგება იმ ქმედებებზე, რომლებსაც ისინი წლების განმავლობაში სჩადიოდნენ. ეს მათთვის ძნელად შესაგუებელია“, – განაცხადა მანანა კობახიძემ. მისი თქმით, დანაშაულის უშულოდ ჩადენის გარდა არსებობს დანაშაულის მომზადებაც, რომელიც აგრეთვე დანაშაულია. ვიცე – სპიკერის თქმით, თუ ვინმე არეულობის და დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავს და ეს დადასტურდება, აღნიშნულ დანაშაულში ბრალდებული პირები უნდა დაისაჯონ. შეგახსენებთ, რომ გაზეთმა “ქრონიკამ“ გიგი უგულავას მიერ თანაგუნდელებისთვის ციხიდან მიწერილ წერილი გამოაქვეყნა. წერილში გიგი უგულავა თანაგუნდელებს სამოქმედო სტრატეგიას აცნობს, რომელიც ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. “ა) სტანდარტული: ვიგებთ 2016 წლის არჩევნებს. ბ) ივანიშვილს უმხედრდებიან “ზაპადნიკები“, ირევა პოლიტიკური ლანდშაფტი და 2016-მდე დგება ახალი კოალიციის, ანუ ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოშორდება. აქ არ ნიშნავს ავტომატურად, რომ ხელისუფლებაში მოდიხარ, ან მიდიხარ, ოღონდ 2016-ის მოგების მერე. გ) ისე ირევა სიტუაცია, რომ ხდება ის, რაც უკრაინაში. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ ქუჩაში დაგდებულ ძალაუფლებას, ანუ რევოლუციური სცენარი“,- აღნიშნავს უგულავა. გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ პირველი ვარიანტი ნაკლებად რეალისტურია. უგულავა განმარტავს, თუ რას წარმოადგენს გეგმის ამოცანა. ამონარიდი გიგი უგულავას წერილიდან: „1) სრული პოკალიფსის სურათის შექმნა. ა) ყოველდღე თუ არა, კვირაში სამჯერ სექტორული პატარ-პატარა აქციები. მაგალითად, სერგომ (სავარაუდოდ, საუბარია, სერგო რატიანზე) ჩაიბას ის უფლებააყრილი სტუდენტები. იყოს 20- კაციანი აქცია, რეცეპტებზე. პატარა აქციებზე წამიკიდებ ვინმეს, მაგალითად, სრულიად უსაგნო კოსტიუმების აქციაზე, წამოეკიდა ვიღაც კანცელარიის დაცის უფროსი, რომლებსაც აქ ჩემი ექიმები ლანძღავდნენ სამი დღე. დიახ, უნდა ვიყოთ პროვოკაციულები და ყოველი ფეხის ნაბიჯზე უნდა იყოს ჯოჯოხეთი“, – აღნიშნულია უგულავას წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები