გურამ მაჭარაშვილი – ბებუას ტყვეობაზე: შესაბამისი უწყება პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურად მუშაობს იმისთვის, რომ ეს ადამიანი იქნეს დახსნილი უკანონო პატიმრობიდან
“ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად ყველაფერი კეთდება.
“სამწუხაროდ, ოპოზიცია დაემსგავსა ჭორიკანა ადამიანს. ამის მეტს არაფერს აღარ აკეთებენ… მაშინ რატომ არ საუბრობენ, როცა მყისიერად ხდება ხოლმე საქართველოს მოქალაქეების დახსნა იქიდან?! რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ შესაბამისი უწყება პარტნიორებთან ერთად შესაბამისი კონსულტაციების საფუძველზე მუშაობს მაქსიმალურად იმისთვის, რომ ეს ადამიანი იქნეს დახსნილი უკანონო პატიმრობიდან”,- აღნიშნა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 8 დეკემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა უკანონოდ მიესაჯა. არსებული ინფორმაციით, ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.