“მაკდონალდსის” ობიექტები დაიხურება
“მაკდონალდსი” რუსეთში კვების 22 ობიექტს ხურავს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, აღნიშნულ ზომას “როსპოტრებნადზორის” საჩივრის გამო დროებით მიმართეს.
სწრაფი კვების ობიექტები მანამდე არ გაიხსნება, სანამ ეგრეთწოდებული მოდერნიზაცია არ დასრულდება. ასევე, მენიუდან ამოიღებენ ბოსტნეულისა და ცეზარის სალათებს.
სალათების ამოღების გადაწყვეტილება რესტორანმა არა “როსპოტრებნადზორის” საჩივრის, არამედ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო მიიღო.