გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში საბავშვო ბაღის ახალი შენობა გაიხსნა

საოკუპაციო ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში საბავშვო ბაღის ახალი შენობა გაიხსნა, ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“ორსართულიანი შენობა ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. ბაღი აღჭურვილია ახალი ინვენტარით, მოწყობილია ეზო ატრაქციონებითა და ფანჩატურებით.
მეჯვრისხევის საბავშვო ბაღი 6 ჯგუფზეა გათლილი და ამ ეტაპზე 100 – მდე აღსაზრდელი ირიცხება.
საბავშვო ბაღის ახალი შენობა გორის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოსა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
მეჯვრისხევის ბაღის შენობა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აშენდა.
ამ დრომდე ბაღის აღსაზრდელები სააგენტოს მიერ დაქირავებულ ფართში იღებდნენ სკოლამდელ განათლებას.
გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სასწავლო წელს საბავშვო ბაღის უკვე მეოთხე ახალი შენობა გაიხსნა. მიმდინარე წელს, ბაღის ახალი შენობის გახსნა კიდევ ერთ სოფელში იგეგმება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები