დუშეთის წყალმომარაგების სისტემის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ დუშეთის წყლის სისტემის საპროექტო – სამშენებლო სამუშაოებს იწყებს, ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
“შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის – შპს „გზა“ – ს დირექტორმა, მალხაზ დუმბაძემ.
დუშეთში არსებული წყლის სისტემის ნაწილი ამორტიზებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. პროექტის ფარგლებში აშენდება წყლის გამწმენდი ნაგებობა, მოეწყობა რეზერვუარები, სატუმბო სადგური, მაგისტრალური მილი, წყალმომარაგების ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის სათავე ნაგებობებსა და რეზერვუარებს.
პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 37 მილიონამდე ლარი მოხმარდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები