ქართული პოლიფონიის მეოცე საუკუნის უნიკალურ ჩანაწერებს საფრთხე აღარ ემუქრება
ქართული პოლიფონიის მეოცე საუკუნის უნიკალურ ჩანაწერებს საფრთხე აღარ ემუქრება აშშ-ის მთავრობისა და თბილისის კონსერვატორიის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ფონდის დაფინანსებითა და სმითსონის ინსტიტუტის მხარდაჭერით, გაციფრულდა ქართული პოლიფონიის უიშვიათესი, ორასზე მეტი საათის ჩანაწერები. „რაც მთავარია, გაციფრულებისთვის საჭირო ტექნოლოგია და ცოდნა კონსერვატორიაში ჩვენს პარტნიორებს გადაეცათ, რაც საშუალებას მისცემს მათ, რომ საქართველოს მემკვიდრეობის შენარჩუნების ეს უმნიშვნელოვანესი საქმე გააგრძელონ.
გასულ კვირას გაციფრულებული მრავალხმოვანი მუსიკის ჩანაწერების წარდგენას სიხარულით დაესწრო ელჩი რობინ დანიგანი, რომელმაც აუდიო ჩანაწერებთან ერთად ანსამბლ ადილეის ცოცხალი შესრულებაც მოისმინა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.