თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „მოქალაქე წმინდანი“ საერთაშორისო კინოფესტივალ CinEast-ის გამარჯვებულია

თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „მოქალაქე წმინდანი“ საერთაშორისო კინოფესტივალ CinEast-ის გამარჯვებულია.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა, სადაც „მოქალაქე წმინდანს“ ფესტივალის მთავარი ჯილდო გადაეცა.
„ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით და იგი საქართველოს კინოთეატრებში სულ რამდენიმე დღეში გამოვა.
ვულოცავთ თინათინ ყაჯრიშვილს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს“! – ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები