პოროშენკო: რუსეთმა უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების 70 % გაიყვანა
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა საკუთარი ჯარების 70 % უკრაინის ტერიტორიიდან გაიყვანა.
უკრაინული პრესის ცნობით, პეტრე პოროშენკომ ეს განცხადება მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე გააკეთა. „ჩვენი დაზვერვის მთავარი სამმართველოს ბოლო მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის ჯარების 70 % საზღვრის გარეთაა გაყვანილი“. – განაცხადა პოროშენკომ.