თორნიკე რიჟვაძე ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ შეხვედრას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ შეხვედრას დაესწრო.

,,მუნიციპალური ფორუმი 2023″ აჭარის ახალგაზრდული რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ფორუმში მონაწილეობას აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან ახალგაზრდები იღებდნენ. ფორუმის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდების მონაწილეობითი პოლიტიკა, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმების ჩამოყალიბება. პანელური დისკუსიის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.

ფორუმში მონაწილეობდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – დავით ბაციკაძე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი – არჩილ ჩიქოვანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები